შეგიძლია თუ არა ადამიანის მოკვლა?
იქნება ეს ფილმები, თამაშები, სერიალები თუ წიგნები, მკვლელობის ისტორიებს ჩვენს გარშემო მრავლად ვხვდებით. მკვლელობაზე საუბრისას, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, არის თუ არა რაიმე ფაქტორები ან მახასიათებლები, რაც ზრდის შანსებს, რომ ადამიანი მკვლელობას ჩაიდენს? უფრო მეტიც, შენ თუ შეგიძლია, რომ ადამიანი მოკლა?
ან ოდესმე თუ გიფიქრიათ ადამიანის მკვლელობაზე?
ამ კითხვაზე შეგიძლიათ არ გვიპასუხოთ, ევოლუციური ფსიქოლოგის, დეივიდ ბასის ჩატარებული კვლევით, რომელშიც მან 1 000 სტუდენტი გამოკითხა, გაირკვა, რომ ქალების 76 და კაცების 91 პროცენტი სხვა ადამიანის მკვლელობაზე სერიოზულად ერთხელ მაინც დაფიქრებულა.
სწრაფად გიცემთ თუ არა გული?
შვედეთში 2009 წლამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური მოქმედებდა, რომლის ფარგლებშიც 18 წლის წვევამდელებს გარკვეულ სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ.
მეცნიერებმა გააანალიზეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც 710 000 წვევამდელის გულის ცემის სიხშირე შედიოდა. მიღებული შედეგები მიუთითებდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 18 წლის ასაკში დაბალი გულის ცემის სიხშირე (უფრო ნაკლები, ვიდრე 60 დარტყმა წუთში) უფიქსირდებოდათ, მაღალი გულის ცემის სიხშირის მქონე ადამიანებთან შედარებით, მომავალში მძიმე დანაშაულის ჩადენის რისკი 39%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ.
გარკვეული განსხვავებების პოვნა მკვლელების ტვინშიც შეიძლება. იმ მკვლელების შესწავლით, რომლებიც ფსიქიკური დარღვევის მიზეზით, დანაშაულს არ აღიარებდნენ, გაირკვა, რომ მათ ტვინში შუბლისწინა ქერქს შემცირებული აქტივობა ახასიათებდა, რაც ლოგიკურია, თუ გავიხსენებთ, რომ ტვინის ეს უბანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სოციალურ ქცევაში ძლიერადაა ჩართული. გარდა ამისა, ასეთ დამნაშავეებს მომატებული აქტივობა ჰქონდათ ტვინის ლიმბურ სისტემაში, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი.
MAO-A, ანუ "მებრძოლი გენი"
MAO-A გენი ყველა ჩვენგანშია, თუმცა ადამიანების დაახლოებით 33%-ს გააჩნია ამ გენის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც აგრესიასთანაა დაკავშირებული.
ამ ყველაფერს ბუნება-აღზრდის ცნობილ დაპირისპირებამდე მივყავართ. აღზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენს ჩამოყალიბებაში ბუნება ძალიან დიდ როლს თამაშობს.
ასეთი გენის ქონა არ ნიშნავს, რომ ჩვენ დანაშაულს აუცილებლად ჩავიდენთ. თუმცა თუ გენის ამ ვარიანტს ისეთი გარემო ფაქტორები დაემატება, როგორიც არის, მაგალითად, ბავშობაში სასტიკი მოპყრობა, აგრესიის გამოვლენისა და დანაშაულის ჩადენის რისკები იმატებს.
თანაც, კვლევებით ირკვევა, რომ სერიული მკვლელების 68 პროცენტს ბავშვობაში ცუდად ეპყრობოდნენ.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალადობასა და აგრესიასთან ცუდი კვებაცაა კავშირში. განსაკუთრებით ყურადსაღები კი ომეგა-3 მჟავების ნაკლებობაა. კვლევებით ირკვევა, რომ ომეგა-3 მჟავების მიღებას აგრესიისა და ძალადობის შემთხვევების 37 პროცენტით შემცირება შეუძლია.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი — სტატისტიკა მიუთითებს, რომ ყველაზე დიდი სიფრთხილე კვირას უნდა გამოიჩინოთ, რადგან მკვლელობების უმეტესობა სწორედ კვირა დღეს ხდება.
რა თქმა უნდა, აგრესია და ძალადობა აუცილებლად მკვლელობას არ ნიშნავს, მაგრამ მკვლელობაზე საუბრისას აუცილებელია, რომ მკვლელის წინასწარგანწყობები და წარსული გამოცდილებებიც გავითვალისწინოთ.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ შენ კაცი ხარ, უფრო მეტი შანსია, რომ მკვლელობა ჩაიდინო. დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ქალია, მიუხედავად ამისა, ქალებზე, ჩადენილი მკვლელობების მხოლოდ 14,7 პროცენტი მოდის.
რატომ?
მკვლელობა სარისკოა და ეს ადამიანს, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს. მაგალითად, მკვლელობის შემდეგ ადამიანმა, შესაძლოა, საკუთარ ბავშვთან დროის გატარება სხვადასხვა მიზეზის (თუნდაც საპასუხო მკვლელობის) გამო ვეღარ შეძლოს.
კვლევები მიუთითებს, რომ დედის დაღუპვა ბავშვის გადარჩენის შანსებს რადიკალურად ამცირებს. თუმცა, გადარჩენის შანსებზე ასეთ დიდ გავლენას მამის დაღუპვა არ ახდენს.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ საკითხს საკუთარი გენების შთამომავლობისთვის გადაცემის კუთხით შევხედავთ, ქალებს მკვლელობის შემთხვევაში დასაკარგი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე კაცებს.
მაგრამ საერთოდ რატომ უნდა მოვკლათ ვინმე?
მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში, მკვლელობის შედეგად მიღებული სარგებელი (სხვისი რესურსების მოპოვება) არსებულ რისკებს აჭარბებდა.
კვლევები ასევე მიუთითებს, რომ მაღალ ევოლუციურ საფეხურზე მყოფ ცხოველებში ლეტალური ძალადობა უფრო ხშირია. მაგალითად, პრიმატები (ადამიანების ჩათვლით) საკუთარი სახეობის წარმომადგენლების მოკვლისკენ, სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით, ექვსჯერ უფრო მიდრეკილნი არიან.
ადამიანი იმ სახეობათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც სხვა ზრდასრულ ინდივიდებს განსაკუთრებით ხშირად კლავენ — ამ ჯგუფში შედის ისეთი სოციალური და ტერიტორიული ცხოველები, როგორებიც არიან, მაგალითად, მგლები, ლომები და აფთრები. საბედნიეროდ, მსოფლიოში მკვლელობების სიხშირე სტაბილურად იკლებს, თუმცა საჭიროა იმ მოტივებისა და სტიმულების უკეთ შესწავლა, რომელმაც, შესაძლოა ადამიანი მსგავსი საქციელის ჩადენამდე მიიყვანოს.
"კვლევები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის, როგორც სახეობად, უფრო კონკრეტულად კი ერთ-ერთ პრიმატად აღქმა. გავრცელებული ტენდენციით, ადამიანის ქცევა სხვა ცხოველების ქცევისგან რადიკალურად განსხვავებულად განიხილება, ეს კი ადამიანის ტვინისა და ჩვენი ქცევების უკეთ აღქმას აბრკოლებს", — აცხადებს იუტას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი პატრიცია ლამბერტი.
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
კომენტარები