პაშა ბანკი პირველი ნაბიჯი საქართველოს მხარს უჭერს აუტიზმის ცენტრის მშენებლობაში
პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით საქველმოქმედო ორგანიზაციას პირველი ნაბიჯი საქართველო აუტიზმის ცენტრისა და დღის ცენტრის კოტეჯების მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.
პირველი ნაბიჯი საქართველო — 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.
პაშა ბანკის და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი "არჩევანი" (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50*50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.
2018 წელს პაშა ბანკმა პირველ ნაბიჯ საქართველოს აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.
"პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პირველი ნაბიჯის და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია გრძელდება და სექტემბერში ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს", — განაცხადა პირველი ნაბიჯი საქართველოს დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.
"პაშა ბანკი განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები, ფონდთან პირველი ნაბიჯი საქართველო თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად", — განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
კომენტარები