მე დავამარცხე! — ცხოვრება კიბოს დიგნოზის გარეშე
"19 მარტი, 2018 წლის გაზაფხული — კიბოს დიაგნოზი სწორედ ამ დღეს დამისვეს... ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი, თითქოს ამქვეყნად არც ვიყავი", — ასე იწყებს თავისი ამბის მოყოლას 31 წლის გიგა გოგიბერიძე, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს.
"ვიცოდი, რომ კიბო მომაკვდინებელი დაავადება იყო და საკუთარ თავს მეც სიკვდილი ვუწინასწარმეტყველე. ექიმი საპირისპიროს მიხსნიდა, მაგრამ თითქოს არაფერი მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ოჯახის წევრების გამხნევების მიუხედავად, იმედს ვერსად ვხედავდი..." — იხსენებს ახალგაზრდა კაცი.
გიგას ჯანმრთელობის პრობლემები 2018 წლის იანვარში დაეწყო და ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით უშედეგოდ მკურნალობდა. მისი სიმპტომები ძლიერდებოდა. პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი ხათუნა ბიბიჩაძემ დაუსვა. მანვე შთააგონა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ებრძოლა და საკუთარ თავში ძალა გამოენახა.
"ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მქონდა, თუმცა გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ექიმები. სიკვდილ-სიცოცხლის რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ შევძელი და თავს ვაიძულე, არ დავცემულიყავი. დღეს ვარ ადამიანი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და სიმსივნე დაამარცხა. სიცოცხლე მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მე, ასევე — ჩემმა ექიმებმაც", — იხსენებს გიგა გოგიბერიძე.
"პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები იწურებოდა, როდესაც გიგა კლინიკაში მოვიდა. სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა ჰქონდა. ფაქტობრივად, იხრჩობოდა. შუასაყრის უზარმაზარი წარმონაქმნი დაუფიქსირდა, რომელიც სასუნთქ გზებზე ზეწოლას იწვევდა. სუნთქვის უკმარისობის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზით ვმკურნალობდით და, პარალელურად, ბიოფსიის პასუხს ველოდით. გიგას შუასაყრის ლიმფომა დაუდგინდა", —განმარტავს გიგას მკურნალი ექიმი, ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკო-ჰემატოლოგი.
ონკოლოგიის ცენტრის ექიმი, აკაკი ჩიხლაძე კი გვიყვება, რომ ახალგაზრდა ასაკის ონკო-პაციენტის ნახვა კლინიკაში მისთვის მუდამ გამძაფრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული.
"კითხულობ კვლევებს, დიაგნოზს და ფიქრობ, რამდენად შეძლებ მის დახმარებას. გამონაკლისი არც გიგა გოგიბერიძე იყო. მისი დიაგნოზი დიფუზური დიდუჯრედული B უჯრედოვანი ლიმფომა გახლდათ. მას მკურნალობის პირველ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. დადებითი დინამიკის გამოვლენის შემდეგ კი მკურნალობა სხივური თერაპიით გაუგრძელდა.
ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — განმარტავს ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, აკაკი ჩიხლაძე.
გიგამ ამ დროისთვის ბოლო შემოწმებაც გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ელოდნენ. პაციენტმა უარით უპასუხა შემოთავაზებას სტამბოლსა და საფრანგეთში მკურნლობის კურსის გაგრძელების შესახებ. ახლა სიამაყით აღნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქისა და ქუთაისელი ექიმებისადმი ნდობა მისი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები