გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში, სადაც მათ ყანა აქვთ, ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / პირველი არხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ დღეს დილიდან ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. სუს-ის ცნობით, საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული.

ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.