სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ ზურაბ სანიკიძე დაინიშნა. ინფორმაციას სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანიკიძე პროფესიით იურისტია. ის მანამდე იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. მის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, მიხეილ კაპანაძე ასრულებდა.