პოლონეთის პარლამენტმა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აბორტი უნდა აკრძალულიყო, აბორტის გაკეთების შემთხვევაში კი ქალს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდა, არ მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ქალების მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა მინისტრები საკითხზე კიდევ ერთხელ დააფიქრეს. კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა, 352-მა კი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება საჭიროდ არ ჩათვალა.

თუ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კანონის სახეს მიიღებდა, ქალებს აბორტის გაკეთების გამო, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებოდათ. გარდა ამისა, ექიმები, რომლებიც აბორტს გააკეთებდნენ, შესაძლოა ასევე ციხეში ჩაესვათ.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი 450 ათასი ადამიანი იყო, რომელსაც მხარს კათოლიკური ეკლესიაც უჭერდა.

შავი ორშაბათი - ასე უწოდეს პოლონეთში 2-16 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალი აბორტის სრულად აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის გასაპროტესტებლად ქუჩაში შავ ტანსაცმელში გამოვიდა.