ოსკარის ნომინანტი რეჟისორის, გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, Little Women-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, სირშა რონანი, მერილ სტრიპი, ემა უოტსონი, ლორა დერნი, ბობ ოდენკირკი და ლუი გარელი ასრულებენ.

ტრეილერში ჯო მარჩი (სირშა რონანი) ლორის (ტიმოთი შალამე) სიყვარულის შესახებ ეკამათება. მასში სხვა ვარსკვლავების გმირებსაც ვეცნობით.

ფილმის სიუჟეტი მერი ლუისა მეი ალკოტის რომანს ეფუძნება. წიგნის ისტორია ოთხი დისა და მათი დედის გარშემო ვითარდება. გოგონებს საკუთარი წესებით ცხოვრება სურთ. ეს ამ რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაციაა. აქამდე ფილმები უკვე გადაიღეს - 1933, 1949, 1994 წელს, 2017 წელს კი BBC-იმ რომანი სამ ეპიზოდიან მინისერიალად გამოუშვა. ფილმი კინოსტუდიებმა Sony და Columbia გადაიღეს.

ფილმის პრემიერა 2019 წლის 25 დეკემბერს შედგება.