მამუკა ბახტაძე

14 Aug. 2019, 13:32

დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, დიდი ნდობა და მხარდაჭერ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამასთან ერთად, ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება, რომ ის სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს მთის კურორტების განვითარების თვალსაზრისით, არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რაც კი ტარდება. აქედან გამომდინარე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება, შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და უკვე შემდეგ საქართველომ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს.

ჩვენ სამწუხაროდ, გვაკლია მსგავსი ინფრასტრუქტურა, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვმასპინძლობთ იმ რაოდენობის ტურისტებს ზამთრის პერიოდში, რომელსაც თეორიულად შეიძლება ვუმასპინძლოთ. ეს ამავე დროს, წაახალისებს ინვესტიციებს, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ამავე დროს, მოვიპოვებთ მასპინძლობის სტატუსს და 2025 წელს ბორჯომი და ბაკურიანი უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ