შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, ვაჟა სირაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. ის 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2018-2019 წლებში იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მან მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა. უწყების განცხადებით, დილემაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.