ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმმა გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ამბროლაურის ბიბლიოთეკაში თანასწორობის კუთხე გახსნა. აქ ახალგაზრდების მოთხოვნის შესაბამისად ბიბლიოთეკაც მოეწყობა.

"ჩვენი ეკვილიბრიუმობა გრძელდება. დღეს ამბროლაურის ბიბლიოთეკაში გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად თანასწორების კუთხე გავხსენით, სადაც ახალგაზრდების მიერ მოთხოვნილი ბიბლიოთეკა განთავსდება. მალე რაჭის ყველა სოფელს მოვივლით. განათლება უპირველეს ყოვლისა! მადლობა მხარდაჭერისთვის გამომცემლობებს : წიგნები ბათუმში, სულაკაურის გამომცელობა , პალიტრა L, არტანუჯი", — აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი.