თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ რენეში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მსუბუქი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან ათ წლამდე.