საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეორე კვარტალში ანუ აპრილი, მაისისა და ივნისის თვეებში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2,2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურები შემოვიდა, რაც 13,4 პროცენტით მეტია წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორების 66,2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5,9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46,2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 40 პროცენტს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46,6 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

ვიზიტების 70 პროცენტს განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ასევე გაზრდილია ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯი. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2,4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24,6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10,3 პროცენტით გაიზარდა და 1 261,6 ლარი შეადგინა.