თბილისში ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე გამთენიას მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა აივნის ის ნაწილით ჩამოიღეს, რომელიც განმეორებით ჩამონგრევის საშიშროებას ქმნიდა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.