შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ურთიერთშელაპარაკებისას კაცმა ცივი იარაღით ძმა, გაშველების მცდელობისას კი ცოლი დაჭრა. დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹ 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია.