ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა TV პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას პრობლემა და არხმა შეუფერხებელი ფუნქციონირება გააგრძელოს.

"ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა", — წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია TV პირველის განცხადებით, დღეს დილით, 13 აგვისტოს არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც ტელევიზიის სრული პარალიზება გამოიწვია.