ტელეკომპანია TV პირველის განცხადებით, დღეს დილით, 13 აგვისტოს არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია ტელევიზიის სრული პარალიზება. მათივე ცნობით, შეუძლებელი გახდა არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა, ეთერში ვერ გავიდა გადაცემა საქმიანი დილა და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლები ამჟამად ტელევიზიაში არიან და საკითხს სწავლობენ.