საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სქემიდან საკუთარი სურვილით გასული ადამიანები უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყებაში დაუდასტურეს, მანამდე კი იმავე თემაზე BM.ge-ს სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე ესაუბრა.

"არიან ადამიანები, რომლებიც სქემიდან გავიდნენ, 15 წუთში რეკავენ და სასწრაფო რეჟიმში გვთხოვენ გასვლის განცხადება გავაუქმოთ", — უთხრა BM.ge-ს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოების ინფორმირების გაზრდასთან ერთად სქემაში ყოფნის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

ამავე თემაზე: