ოცნების კოალიციაში საარჩევნო სიის კანდიდატებს უშიშროება არჩევდა — ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა გადაცემა #სირცხვილიაში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში საარჩევნო სიები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებული კანდიდატებით კომპლექტდებოდა.
დავით ზურაბიშვილის თქმით, სწორედ იმ პერიოდში მიხვდა რესპუბლიკური პარტია, რომ კოალიცია ქართული ოცნება უნდა დაეტოვებინა და ოპოზიციაში წასულიყო. მისი თქმით, კოალიციიდან გასვლას 2014 წელს გეგმავდნენ, თუმცა დარჩნენ, რაც, მისი შეფასებით, შეცდომა იყო.
"2014 წლისთვის გამოჩნდა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა. პირადად, ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის რესპუბლიკური პარტიიდან, ეს იყო ნათელი. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსია პარტიის შიგნით, უნდა წავსულიყავით თუ არა ოპოზიციაში. მაშინ ვარჩიეთ ერთიანობა და დავრჩით კოალიციაში, რაც იყო შეცდომა. ძალიან მკაფიოდ ჩანდა, როგორ ჩატარდა მაშინ თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ ამას ვუყურებდით შიგნიდან. იყო ასეთი შემთხვევა, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიოს სუს-მა, უშიშროებამ და თქვენ ჩაწერეთ თქვენს პარტიაში. როცა ვეუბნებოდით, რომ ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ნორმალური პროცესი წავიდეს და რატომ უნდა ერეოდეს სუსი პარტიის საქმიანობაში, დიდი ჩხუბი და გარჩევა მოჰყვებოდა ხოლმე", — განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემაში #სირცხვილია.
ის ასევე ამბობს, რომ 2014 წელს ცხადი გახდა, რა ხდებოდა ძალოვან სტრუქტურებში: "ამ სტრუქტურების კონტროლი იყო ერთი ადამიანის ხელში. ეს იყო კადრების შერჩევა, გადაწყვეტილების მიღება, ბიზნესში ჩარევა. ეს ის პერიოდია, როცა დაიწყო სერიოზული დაფიქრება სასამართლოს კონტროლზე, აქედან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ უარესისკენ წავიდოდა, ვიდრე უკეთესისკენ", — ამბობს ყოფილი დეპუტატი.
ის ამბობს, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ "სუს-ის რჩეულები" სიაში არ ჩააწერინა, თუმცა უშიშროების დასახელებული კადრები მასიურად არიან საკრებულოებში.
კოალიცია ქართული ოცნება 2012 წლის თებერვალში შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში იყო ექვსი პარტია, ესენია: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.
კოალიცია ქართული ოცნება თავდაპირველად, 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა მას შემდეგ, რაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ე.წ. კაბელების საქმის გამო და თანამდებობიდან გადადგნენ თავისუფალი დემოკრატების წევრი მინისტრები. 2016 წლის გაზაფხულზე კოალიციის დატოვებაზე სხვა პარტიებმა განაცხადეს, მათ შორის იყო რესპუბლიკური პარტიაც.
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები