მცირეწლოვანი ბავშვის დედამ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემს და აიძულებს ძიძა ბავშვს, ჭამოს და გაჩუმდეს.

ქალი წერს, რომ ერთ დღეს ნახევარი საათი ტიროდა მისი შვილი და გვერდით კორპუსში გაიგეს, როცა იკითხა ბავშვის ტირილის დროს ძიძა სად იყო, 3-ჯერ სხვადასხვა პასუხი მიიღო. ის დაეჭვდა და ფარული მეთვალყურეობა დაიწყო.

ვიდეოებში, რომლებიც მშობელმა გამოაქვეყნა, ჩანს, როგორც სცემს ძიძა ბავშვს, ურტყამს თავში, ეჩხუბება და აიძულებს, ჭამოს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის სიტყვები "დაიძინე" და შემდეგ, ბავშვის ტირილის ხმა.

გავრცელებულ ვიდეო და ფოტოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.