ნეტფლიქსმა სერიალ The Crown-ის მესამე სეზონის გამოსვლის თარიღი დააანონსა და ამასთან დაკავშირებით ვიდეოც გამოაქვეყნა.

მასში ვხედავთ ოსკაროსან მსახიობ ოლივია კოლმანს დედოფალ ელიზაბეტ მეორეს როლში.

სერიალის მესამე სეზონი სტრიმინგ სერვისზე შემოდგომის ბოლოს, 17 ნოემბერს გამოჩნდება.

ელიზაბეტის დის, მარგარეტის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი მოირგებს. იქამდე, სანამ მესამე სეზონი დღის სინათლეს იხილავს, The Crown-ის პროდიუსერებმა გაამხილეს, რომ შოუს მეოთხე სეზონში პრინცესა დაიანას პერსონაჟი გამოჩნდება, მის როლს კი ემა კორინი შეასრულებს.