ტროი სავერსი FBI-ის უკვე ყოფილი აგენტია, რომელსაც პენსიაზე გასვლის ცერემონიალზე ძალიან ემოციური და განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს.

საქმე ის არის, რომ აგენტი შეხვდა კაცს, რომელიც მან ორი ათეული წლის წინ, ანუ 1997 წელს გამტაცებლისგან იხსნა.

"გაოცებული ვარ. უბრალო ცერემონიალი მინდოდა, მხოლოდ ყავა და დონატები ვითხოვე, მათ კი შოკში ჩამაგდეს", — ამბობს სავერსი.

ნახეთ ემოციური ვიდეო:

ტროი ახალი მისული იყო ვაშინგტონის შტატის FBI-ს განყოფილებაში, როდესაც ექიმი ქალის საქმეზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც სამშობიაროდან ჩვილი ბავშვის გატაცება უნდოდა.

ბავშვის 1-დღიანი ძებნის ოპერაცია კი დამნაშავე ქალის დაპატიმრებით დასრულდა — დამნაშავე საბოლოოდ დათანხმდა, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი დაესახელებინა, აგენტმა ის ერთ-ერთ მაღაზიასთან, მუყაოს ყუთში იპოვა.