9 აგვისტოდან უძლიერესი საკლუბო ჩემპიონატი ინგლისის პრემიერ ლიგა იწყება. ფეხბურთის სამშობლო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჩემპიონატის მასპინძელია. პრემიერ ლიგა 1992 წლიდან არსებობს და ამ 27 წლის მანძილზე ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ საკლუბო ჩემპიონატად ჩამოყალიბდა.

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის თამაშები 4 მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა. ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი თუ ტაბლეტები — პრემიერ ლიგა ყველა მოწყობილობაში ყველაზე პოპულარული ტურნირი იყო და მის შედეგთან ახლოსაც არავინ არაა. უდიდეს ინტერესს, დიდი სამაუწყებლო კონტრაქტები უმაგრებს ზურგს. პრემიერ ლიგის თამაშების ტრანსლაცია ძვირი სიამოვნებაა. უახლესი შეთანხმების მიხედვით, სატელევიზიო და ინტერნეტ უფლებების გაყიდვით პრემიერ ლიგა წელიწადში 1 708 000 000 ევროს იღებს. გასული სეზონის წინ პრემიერ ლიგის მთლიანმა შემოსავალმა კი 6 300 000 000 ევრო შეადგინა.

რამდენიმე მილიარდი დოლარი ინგლისურ კლუბებზე მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება. პრემიერ ლიგაში საშუალო დონის კლუბებს იმის ფუფუნება აქვთ ტრანსფერებში დიდი თანხა დახარჯონ. მაგალითად, გასულ სეზონში ფულემმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს, არადა გუნდი პრემიერ ლიგას გამოემშვიდობა. პრემიერ ლიგაში 13 გუნდია, რომლის შემოსავალიც წელიწადში, მინიმუმ 150 მილიონი ევროა, მაშინ როცა ესპანეთში ასეთუ გუნდი 4-ია, იტალიაში 5, გერმანიაში კი 3.

გუნდებში თანხების თანაბრად გადანაწილების შედეგია ის, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე დაბალანსებული ტურნირია. მანჩესტერ სიტი, ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, არსენალი და ჩელსი — დიდ ექვსეულს ქმნიან. XXI საუკუნეში ამ გუნდებიდან ოთხმა ჩემპიონობა მოიგო, ხუთმა კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. გასულმა სეზონმა კი ინგლისური კლუბების აბსოლუტური დომინაციით ჩაიარა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულმა ტოტენჰემი, ევროპა ლიგის ფინალში კი ჩელსიმ არსენალს სძლია.

9 აგვისტოდან ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები ინტერნეტში, ექსკლუზიურად adjarasport.tv-ზე გავა. adjarasport.com ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი გახდა, თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ ფეხბურთის მოყვარულებს მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატის თამაშების ხილვა სრულიად უფასოდ, მათთვის სასურველი მოწყობილობით შეეძლებათ.

ამ პროექტისთვის სპეციალური პლატფორმა adjarasport.tv შეიქმნა, სადაც ფეხბურთის ქომაგებს არა მარტო თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა, არამედ ოფიციალური მიმოხილვების, მატჩების სრული ჩანაწერებისა და სხვა ექსკლუზიური ვიდეოკონტენტის ნახვა შეეძლებათ. სპორტის მოყვარულებს პრემიერ ლიგასთან ერთად წამყვანი საჩოგბურთო დაპირისპირებების ხილვა შეუძლიათ. adjarasport.tv, პრემიერ ლიგასთან ერთად, სპორტის მოყვარულებს წლის უმთავრესი საჩოგბურთო დაპირისპირებების პირდაპირ ტრანსლაციებსაც სთავაზობს.