ზღვის სანაპიროზე სეირნობის და ჩიფსების ჭამის დროს დიდი შანსია, რომ მშიერი თოლიების სამიზნე აღმოჩნდეთ.

ეგზეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს კი დაედგინათ, შეიკავებდნენ თუ არა თავს ჩიფსების მოპარვისგან თოლიები უფრო დიდი ხნის განმავლობაში, თუ ადამიანი მათ მზერას არ მოაცილებდა.

კვლევით გაირკვა, რომ ყურებისას თოლიებს ჩიფსების მოსაპარად საშუალოდ 21 წამით მეტი სჭირდებოდათ. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 74 თოლიაზე დაკვირვება სცადეს, თუმცა უმეტესობა მათგანმა კვლევაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჩიფსებს ჯამში 27 თოლია მიუახლოვდა, რომელთაგანაც ჩიფსების აღება (ყურებისას და თვალის არიდებისას) მხოლოდ 19-მა გაბედა.

"თოლიებს აგრესიულობა და ადამიანებისგან საკვების მოპარვა ხშირად ბრალდებათ ხოლმე. საინტერესოა, რომ ჩვენს მიერ მოწყობილ ტესტებში თოლიების უმეტესობა ახლოსაც არ მოდიოდა. ხოლო ისინი, რომლებიც ახლოს მოდიოდნენ, ყურების შემთხვევაში ჩიფსს უფრო გვიან იღებდნენ. თუმცა, ზოგიერთი ჩიფსებს საერთოდ არ ეკარებოდა. როგორც ჩანს, ამ ჩიტების რეპუტაციას ერთეული, ურჩი თოლიები აფუჭებენ", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი მადელეინ გუმასი.

ეგზეტერის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა.