დღეს, 12 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი, ბაქარ მარუაშვილი წარადგინა. ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

"ის უხელმძღვანელებს საპენსიო სააგენტოში ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც არის რისკის კონტროლი. თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს საინვესტიციო პროცესს", — აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მარუაშვილი ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება შემოწმდეს საინვესტიციო პროცესების შეფარდება და შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან", — აღნიშნა მთავარი რისკის ოფიცერმა.