11 აგვისტოს 2008 წლის შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა, ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა კინო-ცენტრმა დიტო ცინცაძის ფილმ შინდისის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმი სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულს ეძღვნება. სწორედ ეს ფილმი გაიგზავნება 2020 წლის ოსკარზეც.

ფილმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის.

წელს, ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას სახელი შეეცვალა და მას საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაცია დაერქვა.

ამავე თემაზე: