ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვა 170-ს მიაღწია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ IndiaToday წერს.

ფოტო: AFP/Getty Images

მათივე ცნობით, განუწყვეტელი წვიმების გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილი დაიტბორა, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა და შეიქმნა პრობლემები. კერალაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 72 ადამიანი გარდაიცვალა. კარნატაკაში, მაჰარაშტრასა და გუჯარანში კი 97 ადამიანის ეძებენ.

ფოტო: BBC

ინდოეთის საზღვაო და სახმელეთო არმია, პოლიციასთან და მოხალისეებთან ერთად სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.