დღეს, 11 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი რაჭას ესტუმრა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ბიბლიოთეკა მოეწყო. 12 აგვისტოს კი ამბროლაურში გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად თანასწორობის კუთხე გაიხსნება.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

"ეს სოფელი ღებია, რაჭის, ონის ერთ-ერთი უმაღლესი ნაწილი, გამაოგნებელი ბუნებით და უკეთესი ხალხით. #ეკვილიბრიუმი ღების სტუმარია, პატარა ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. დიდი მადლობა საოცარი დახვედრისთვისა და დაუმსახურებელი სიყვარულისთვის. ჩვენ კიდევ ჩამოვალთ. ხვალ ამბროლაური და თანასწორობის კუთხის გახსნა გველის გაეროს მოსახლეობის ფონდთან", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი.