ანტარქტიკულ თოვლში ვარსკვლავთშორისი რადიოაქტიური მტვერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიდაზე ბოლო 20-წლის თოვლის ნიმუშების შესწავლისას აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დედამიწაზე ვარსკვლავთშორისი სივრციდან უნდა მომხვდარიყო. აღმოჩენილი ნივთიერება რკინის ერთ-ერთი იზოტოპი, რკინა-60-ია.
დედამიწაზე რკინის ყველაზე გავრცელებული იზოტოპი რკინა-56-ია, რომელსაც 26 პროტონი და 30 ნეიტრონი აქვს. რკინა-60-ს კი ოთხი დამატებითი ნეიტრონი აქვს და ის სუსტად რადიოაქტიურია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 2,6 მილიონი წელია.
ეს კონკრეტული იზოტოპი სპეციფიკური ბირთვული პროცესებისა და სუპერნოვების დროს წარმოიქმნება. ცნობილია, რომ რკინა-60-ს ვარსკვლავთშორის სივრცეში ვხვდებით, ისევე როგორც — მთვარეზე. ის ასევე აღმოჩენილია ოკეანის ფსკერზე, სადაც ამ ნივთიერების ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია.
ეს ნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე მილიონი წელია დედამიწაზე კოსმოსიდან რკინის ეს კონკრეტული იზოტოპი ცვივა.
Physical Review Letters-ში გამოქვეყნებული კვლევით, მეცნიერებს სურდათ გადაემოწმებინათ, დღესაც შემოდიოდა თუ არა დედამიწაზე კოსმოსიდან რკინა-60.
ამისთვის მათ ანტარქტიკის რეგიონიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში მოსული 500 კილოგრამი თოვლი შეაგროვეს, გალღობის შემდეგ კი მათ მიღებული წყლის შემადგენლობა შეისწავლეს, სადაც, მოულოდნელად რკინა-60 აღმოაჩინეს.
მეცნიერები ვარაუდობდნენ, თუ საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ანტარქტიკაზე ეს იშვიათი იზოტოპი. ბირთვულ სადგურებსა და ატომურ იარაღებს რკინა-60-ის წარმოქმნა შეუძლიათ, თუმცა ბოლო პერიოდში არ მომხდარა ისეთი აფეთქება ან გაჟონვა, რომელმაც, შესაძლოა, ამ რაოდენობის რკინა-60-ის არსებობა ახსნას. ამის გამო, დარჩა ერთადერთი წყარო — რკინა-60 დედამიწაზე ვარსკვლავთშორისი სივრციდან უნდა მოხვედრილიყო.
ამ ინფორმაციის საშუალებით მეცნიერები ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბლების შემადგენლობისა და სტრუქტურის უკეთ შესწავლას შეძლებენ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები