ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე აეკრძალა. ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც გირაოს სახით 80 ათას ლარის შეფარდებასა და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით პროკურატურის ინფორმირებას ითვალისწინებდა.

ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროს განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ.

გუშინ, 9 აგვისტოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან.

გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.