რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა #სირცხვილიაში განაცხადა, რომ მის ტელევიზიის სახელია "მთავარი არხი".

მისი თქმით, მისი ტელევიზია არის ამბიციური, როგორც თავად: "ის იქნება ნამდვილად მთავარი და იქნება ძალიან მაგარი ტელევიზია, ძალიან მაგარი ხალხით".

"ჩემი სულჩაბერილი და 7 წლის ნალოლიავები რუსთავი 2 არ არის ჩემი კონკურენტი, ეს არის სამიზნე, რომელიც უნდა გავანადგურო ბიძინა ივანიშვილის რუსთავი 2 განადგურდება", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ არხის შექმნა მას შემდეგ დააანონსა, რაც ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ტელეკომპანია იბერიის მფლობელებთან აწარმოებს.ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 მას შემდეგ გადაიფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.

გაიგეთ მეტი: