თუ აიფონს დაჰაკავთ, ეფლი $1 000 000-ს გადაგიხდით
Apple აგრძელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც iOS-ის ან macOS-ის გატეხვას შეძლებს ერთ მილიონ დოლარს გადაუხდის.
კომპანიამ მსგავსი პროგრამა პირველად 2016 წელს წამოიწყო, როდესაც ის ადამიანებს iOS-ისა და macOS მოწყობილობებში პროგრამული შეცდომის აღმოჩენის სანაცვლოდ $200 000-ს სთავაზობდა.
ლას-ვეგასში 3-8 აგვისტოს კონფერენცია Black Hat ჩატარდა, სადაც ეფლის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ივან კრსტიცმა განახლებულ პროგრამაზე ისაუბრა.
შემოდგომიდან პროგრამული შეცდომის აღმომჩენი $1 000 000-ით დაჯილდოვდება, პროგრამა კი ეფლის ყველა პლატფორმას შეეხება: iOs, iCloud, tvOS, iPadOS, watchOS და macOS.
ამ ჯილდოს გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ადამიანი ამ რომელიმე სისტემაზე სრული წვდომის მოპოვებას მოწყობილობასთან შეხების გარეშე მოახერხებს.
გამოცხადებულია სხვა ტიპის ჯილდოებიც. მაგალითად, თუ შეძლებთ, რომ აიფონის ეკრანის ბლოკს გვერდი აუაროთ, თქვენ $100 000-ს მიიღებთ.
ერთი მილიონი დოლარი, შესაძლოა, დიდ თანხად მოგეჩვენოთ, მაგრამ პროგრამული შეცდომები ბაზარზე საკმაოდ ძვირად ფასობს. მაგალითად, 2016 წელს, უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია Zerodium აიფონის დაჰაკვისთვის $1 500 000-ს იძლეოდა, შემდეგ კი საპრიზო ფონდი ორ მილიონ დოლარამდეც კი გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დიდი კომპანიები და სახელმწიფოები უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს ახალი პროგრამული შეცდომების აღმოჩენისთვის ზოგჯერ უფრო დიდ თანხებსაც უხდიან.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები