საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესისდარღვევით გამოქვეყნების გამო 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით GFK-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია იმედის დაკვეთით GMP-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს ტელეკომპანიებია:

  • შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;
  • ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“ - ბრენდული სახელწოდება „ტაბულა“;
  • შპს „ტელეიმედი“;
  • შპს „სტარვიზია“;
  • შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  • შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;
  • შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;
  • შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“ ;
  • შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“
  • შპს „სტუდია მაესტრო“
  • შპს „პირველი სტერეო“.

ხუთი ტელეკომპანიის მიმართ წარდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისმა საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს და შედეგად, რუსთავი 2-ს, ტაბულას, ტელევიზია არგოს, ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს – 1500-1500 ლარის ოდენობით ჯარიმები დააკისრეს, ხოლო შპს ტელე-რადიო კომპანია რიონს წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

დანარჩენი ექვსი ტელეკომპანიის საკითხის განხილვა შესაბამის საქალაქო სასამართლოებში უახლოეს დღეებში გაიმართება