საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დახეული ბანერი Russia Kills (რუსეთი კლავს) დაამაგრეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ბანერი აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს ეკუთვნით, რომელიც უკვე 50 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს პოლიციას მსგავსი ქცევისთვის.

"ყოველ ჯერზე უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ამათი სამსახურის კრიტიკა გვიწევს. ასეთი პოლიციელები არ იმსახურებენ ასეთ მინისტრს", — წერს ფეისბუქზე ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.