გაეროში უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა, სადაც პოლონეთის თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს და აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს

სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარსდგნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის (როგორც საბჭოს მომავალი წევრი) წარმომადგენლები.

ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის. ხაზი გაესვა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულველყოფას.

მხარეების მიერ გამოიხატა ღრმა შეშფოთება საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის უსაფრთხოებას. განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექნიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების უპირობო მხარდაჭერას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხო, ღირსეული და დაბრუნებუსადმი. აღინიშნა რომ იძუკებით გადაადგილებულ პირმა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ მისცენ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და მოვუწოდეს მხარეებს ჟენევის დისკუსიებში უფრო მეტი ჩართულობისა და ძალისხმევების გაორმაგებისაკენ.