გორელმა სტუდენტმა, ქეთევან ხუციშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის კადრები 11 წლიშემდეგ გააცოცხლა. On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ იდეაზე დიდხანს არ უფიქრია, მისთვის ადგილების მოძებნაც მარტივი იყო, რადგან ამ კადრებს ყოველდღე ხედავს.

"ომის დროს 11 წლის ვიყავი. ახლაც 11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან... ეს თემა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმეა, ყოველთვის მაწუხებდა", — ამბობს ქეთევანი.

ომიდან მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვს: თვითმფრინავის ხმა, შეშინებული, გაქცეული ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ სად მიდიოდნენ. ამბობს, რომ ახლა გაიაზრა რა ხდებოდა მაშინ და მეტი პასუხისმგებლობაც იგრძნო ქალაქისა და ქვეყნის წინაშე.

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

ფოტო: ქეთევან ხუციშვილი

2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო. ომის დროს ყველაზე მძიმედ გორი დაზარალდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსებიც დაიბომბა.

აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომიდან 11 წელის შემდეგ რუსეთი კვლავ არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.

ამავე თემაზე: