როცა ზაფხული მოდის, ბევრი ჩვენგანი გრეგ ჰეფლივით ფიქრობს: მთავარია კონდიციონერმა იმუშაოს, ტელევიზორის პულტში ელემენტები იდოს და მეტი არც არაფერი გჭირდება. მაგრამ ხშირად გრეგ ჰეფლივით არც ჩვენ გვიმართლებს.

წრიპა ბიჭის ზაფხულის არდადეგები ასე დაიწყო:

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გრეგმა ზუსტად იცის, საიდან გაუჩნდა დედას მოგზაურობის იდეა, იმ დღეს ხომ ფოსტით ჟურნალ "ოჯახური მხიარულების" ახალი ნომერი მიიღეს. გრეგის დედა ხშირად სწორედ ამ ჟურნალით ხელმძღვანელობს, როცა ოჯახისთვის ახალ "მხიარულ" თავგადასავლებს იგონებს.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მაგრამ, როგორც ზოგადად ხდება, ოჯახური რეალობა ფერადი-ფერადი ჟურნალებისგან ყოველთვის განსხვავდება. თუმცა ამ რეალობას გრეგის დედა არასოდეს უსწორებს თვალს. ამჯერადაც მანქანით მოგზაურობის იდეა ისე აიკვიატა, ვერავინ გადააფიქრებინა. მოგზაურობის იდეით ვერც გრეგის მამა მოიხიბლა, ცდილობდა, სამსახურის საქმეები მოემიზეზებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ოჯახი ხომ ყველაზე მნიშნველოვანია!

ასე დაიწყო, მართლაც, დაუვიწყარი მოგზაურობა და თუ გაინტერესებთ, რა სირთულეებს წააწყდნენ ჰეფლები ბარგის ჩალაგების დროს, რა შედეგი მოჰყვა მათ მიერ მანქანაში წამოწყებულ თამაშს "უნდა ვაღიარო, რომ...", როგორ გაატარეს ღამე იაფფასიან სასტუმროში ან რატომ მოუწიათ გოჭთან ერთად მგზავრობა, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ჯეფ კინის ეს შესანიშნავი წიგნი.

წრიპა ბიჭის დღიურის წიგნებს უმეტესად 8-12 წლის ბავშვები კითხულობენ, თუმცა, ოდესღაც, ხომ თქვენც იყავით ბავშვი, ან ახლა თავად გყავთ შვილები... ჰოდა, გვჯერა, აუცილებლად ამოიცნობთ ამ წიგნებში საკუთარ თავს და ბევრსაც იხალისებთ.