საქართველოს ბანკმა IFC-თან 100 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება.
ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის "შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის" ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart განახორციელებს.
"IFC აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან ლარში დაკრედიტების მოცულობის გასაზრდელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე საწარმოების განვითარებისთვის. აღნიშნული საწარმოები ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მეწარმეებს ხშირად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ასეთ დაფინანსებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის დაფინანსებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი გაფართოებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად", — განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.
"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას და ბიზნესის სფეროში მათი განათლების დონის ამაღლებას. ეს პარტნიორობა გამოცდილ ადგილობრივ ინსტიტუტთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რაც უფრო მეტ ქალ მეწარმეს დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და საქართველოში 2,1 მლრდ. აშშ დოლარის დაფინანსების დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნა Goldman Sachs-ის "10 000 ქალი" ინიციატივის დირექტორმა, კრისტინა შაპირომ.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა IFC-თან თანაშრომლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას შეგვაძლებინებს. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას. IFC-ისა და Goldman Sachs "10 000 ქალის" ერთობლივი პროგრამის "შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის" მხარდაჭერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მეწარმე ქალებისთვის მეტი ფინანსური თანადგომის გაწევისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
კომენტარები