მუჰამედ ალ ჯალილი რიგითი სირიელი კაცია, რომელსაც მიმდინარე ომი ისევე აზარალებს, როგორც დანარჩენ მოქალაქეებს.

თუმცა, მუჰამედი გარდა საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა, კონფლიქტის ზონაში მოხვედრილი ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი კატების უსაფრთხოებასა და სიცოცხლის გადარჩენაზეც ზრუნავს.

ფოტო: Anas Alkharboutli / dpa

ფოტო: Anas Alkharboutli / dpa

ფოტო: Anas Alkharboutli / dpa

დიახ, კაცი დაბომბვით განადგურებული ალეპოს ქუჩებში უპატრონოდ დარჩენილ, დაშავებულ ცხოველებს ეძებს.

ფოტო: Anas Alkharboutli / dpa

მუჰამედი კატებს ფრთხილად უახლოვდება, შემდეგ კი მათ გალიაში ათავსებს და სასწრაფოდ ჯერ ვეტერინართან, შემდეგ კი საკუთარ თავშესაფარში მიჰყავს.

ფოტო: Anas Alkharboutli / dpa

ფოტო: Anas Alkharboutli /dpa

თავშესაფარში თითოეულ გადარჩენილ კატას ახალი სახლი და მოსიყვარულე გარემო ელოდება, სადაც მათ სახელებსაც კი არქმევენ, აჭმევენ და ეთამაშებიან.