6 ფსიქიკური დაავადება, რომელიც წარმოუდგენლად უცნაურია
არსებობს უამრავი სამედიცინო დიაგნოზი, რომელთა შესახებ ერთხელ მაინც გაგვიგია, მაგალითად: დიაბეტი, ასთმა, ალცჰაიმერი, ჰიპერტენზია. თუმცა ამ სტატიაში ყველაზე უცნაურ და რთულად დასაჯერებელ დაავადებებზე მოგიყვებით.
1. კოტარის სინდრომი
კოტარის სინდრომს ქართულად მოსიარულე გვამის სინდრომსაც უწოდებენ. ეს არის ფსიქიკური დაავადება, რა დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ ის უკვე გარდაცვლილია. კოტარის სინდრომით დაავადებულებს ჰგონიათ, რომ მათი ორგანოები იხრწნება, ისინი აღარ ჭამენ, აღარ აქვთ სიამოვნების შეგრძნების უნარი, უვითარდებათ დეპრესია და ა.შ.
საინტერესო ისაა, რომ დაავადებას ორი გამოვლინება აქვს. სტატისტიკურად დაავადებულთა 45 პროცენტს ჰგონია, რომ მკვდარია, ხოლო 55 პროცენტს კი სჯერა, რომ ისინი უკვდავები არიან. დაავადების გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ტვინის იმ უბნებს შორის კავშირის დარღვევაა, რომლებიც სახის ამოცნობასა და სახეებთან ემოციების ასოცირებას ახდენენ.
2. პროსოპაგნოზია
ბრიტანელი მწერალი და ნევროლოგი ოლივერ საკსი იხსენებს ერთ-ერთი პაციენტის ისტორიას, რომელიც თავის ცოლს ქუდისგან ვერ არჩევდა. პროსოპაგნოზია გარემოში სახეების ამოცნობის უნარის დაქვეითებაა. იმის მიხედვით, თუ რამდენად რთულ ფორმებშია გადასული ეს დაავადება, ადამიანები, შესაძლოა, ვერ ცნობდნენ ნაცნობ ადამიანებს, ან ვერ არჩევდნენ უცხოების სახეებს ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, ისინი, შესაძლოა, სახეებს რაიმე უბრალო ობიექტისგან, მაგალითად, მიკროფონისგან ვერ ანსხვავებდნენ. პროსოპაგნოზიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სახეს სარკეშიც კი ვერ ცნობს. დაავადება, როგორც წესი, ინსულტის შემდეგ ვითარდება.
3. შეხების სინესთეზია
სინესთეზიის ამ ფორმის მქონე ადამიანები გრძნობენ სხვა ადამიანების შეგრძნებებს. მაგალითად, ერთ-ერთი პაციენტი ხსნის, რომ როდესაც ის ჩახუტებულ ადამიანებს ხედავს, მას უჩნდება შეგრძნება, რომ მასაც ეხუტებიან. როდესაც ის ხედავს, რომ სხვა ადამიანს სტკივა, ისიც იგივე ადგილას გრძნობს ტკივილს. ის ასევე ვერ უყურებს სხვა ადამიანების ჭამას, რადგან უჩნდება შეგრძნება, რომ პირში საჭმელს უდებენ. ეს დაავადებაც ადამიანებს ძირითადად ინსულტის შემდეგ უჩდებათ.
4. კაპგრას სინდრომი
კაპგრას სინდრომის დროს ადამიანს აქვს ირაციონალური რწმენა, რომ მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები ან ობიექტები ორეულებით არიან შეცვლილები, რომლებსაც ბოროტი განზრახვა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ობიექტებისგან ან ადამიანებისგან ისინი გარეგნულად არ განსხვავდებიან.
ამ დროს ნაცნობი ადამიანის ან ნივთების ამოცნობის უნარის ქვეითება და ახლობელი ადამიანი უცხოდ აღიქმება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს პიროვნების გარეგნული სახე არ იცვლება, იცვლება მხოლოდ მისი ფსიქიკური არსი.
კაპგრას სინდრომი პირველად ფრანგმა ფსიქიატრმა ჯოზეფ კაპგრამ 1923 წელს აღწერა. ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია და უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული.
5. უცხო ხელის სინდრომი
უცხოპლანეტელი ხელის სინდრომი იშვიათი ფსიქიკური დარღვევაა, ამ დროს, ადამიანის საკუთარი ხელის ნებით დამორჩილებას ვერ ახერხებს. ხელი თავისით მოძრაობს, იღებს სხვადასხვა ნივთებს და თავისი სურვილით მოქმედებს. შედეგად კი ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ეს ხელი არა მათი, არამდე სხვისია.
პაციენტები აღწერენ შემთხვევებსაც, როდესაც მათ იმ ხელით, რომელიც მათ ნებას ემორჩილება, მეორე, დაუმორჩილებელი ხელის გაკავება უწევთ.
ამჟამად ამ დაავადების დაახლოებით 40 შემთხვევაა აღწერილი. ერთ-ერთი მაგალითია 82 წლის ქალი, რომელსაც ინსულტის შემდეგ სჯეროდა, რომ თავისი ხელი არა მას, არამედ მის ძმას ეკუთვნოდა, რომელიც ინსულტისას მასთან იმყოფებოდა. ამ სინდრომით ძირითადად მარცხენა ხელი ავადდება ხოლმე.
6. აფანტაზია
თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ სანაპიროზე იმყოფებით. ჩამავალი მზის სხივები ზღვას ოქროსფრად ღებავს. ფეხებს კი ზღვის ქაფი გისველებთ. თუ თქვენ ადამიანების დაახლოებით იმ ორ პროცენტში შედიხართ, რომელსაც აფანტაზია სჭირს, დიდი შანსია, რომ ეს აღწერა თქვენს გონებაში არანაირ სურათს არ წარმოშობს.
წარმოსახვა ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი უნარია, ამ დროს მეხსიერებიდან სხვადასხვა ობიექტებს ან სცენებს ვიხსენებთ, შემდეგ კი მათ "გონების თვალით" ვათვალიერებთ.
აფანტაზიის მქონე ადამიანებს გონებაში ვიზუალური ხატების წარმოდგენა არ შეუძლიათ.
ფენომენი პირველად ფრანცის გალტონმა 1880 წელს აღწერა. თუმცა 2005 წლამდე ის სრულად შეუსწავლელი იყო. 2005 წელს ეგზეტერის უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც მცირე ნევროლოგიური ოპერაციის შემდეგ გონებაში ობიექტების წარმოდგენის უნარი დაკარგა. მისი შემთხვევის აღწერისა და კვლევის გამოქვეყნების შემდეგ პროფესორ ადამ ზემანს ამ უნარის არმქონე მრავალი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათთვის გონებაში ობიექტების ვიზუალური ხატების წარმოდგენა სრულად უცხო კონცეფცია იყო.
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
კომენტარები