უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში, რომელშიც 2 000 უმაღლეს სასწავლებელა საქართველოდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდნენ. სიაში თსუ 1 073-ე პოზიციაზეა, ხოლო ილიას უნივერსიტეტი 1 549-ე. ჯამური ქულის მიხედვით ამ ორ უნივერსიტეტს შორის სხვაობა მინიმალურია, თსუ — 69,9; ხოლო ილია — 67,5.

სარეიტინგო სიის პირველ ხუთეულს ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სტენფორდის, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები იკავებენ.

მსოფლიო რეიტინგში უნივერსიტეტების შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი აქვთ, ესენია: ეროვნული წოდება, განათლების ხარისხი, კურსდამთავრებულთა დასაქმება, ფაკულტეტების ხარისხი და სამეცნიერო კვლევები. მათგან განათლების ხარისხში, კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და ფაკულტეტების ხარისხში საქართველოს უნივერსიტეტებს შეფასება საერთოდ არ აქვთ. რაც შეეხება სამეცნიერო კვლევებს, თსუ-ს მაჩვენებელი ამ გრაფაში 1 026-ია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კი 1 489.