უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში, 2 000 უმაღლეს სასწავლებელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 073-ე პოზიციაზეა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 549-ე ადგილზე.

ჩამონათვალში პირველ ხუთეულს ჰარვარდის, მასაჩუსეტსის, სტენფორდის, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები იკავებენ.

სარეიტინგო სიაში მოხვდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1 930-ე ადგილზეა. ასევე, თურქეთის 61 უნივერსიტეტი, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც 582-ე ადგილზეა. მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის მოხვდა რუსეთის 20 უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაგან მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტს 222-ე ადგილი უჭირავს.