როგორ დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული სფეისით
საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკს სფეისს სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ერთი წელი. ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურ საბანკო მომსახურებაში სფეისმა ბევრი სიახლე დანერგა: 24/7 გადარიცხვები, ყველა ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში გაერთიანების საშუალება, ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ბარათის უფასოდ ონლაინ შეკვეთა, QR განვადება, სესხის აღება 2 წუთში, მესენჯერით ფულის გადარიცხვა და ა.შ.
ამჯერად, სფეისმა უნიკალური ქეშბექ პროგრამა გაუშვა: მსოფლიოს მასშტაბით კვების ნებისმიერ ობიექტში სფეის ბარათით გადახდისას, თანხის 5%-ს უკან დაიბრუნებთ.
"ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც, სფეისის სხვა პროდუქტების შექმნისას, მყისიერებასა და სიმარტივეზე გავაკეთეთ აქცენტი... არ გვინდოდა, რომ მომხმარებელს ეწვალა და ეძებნა ჩვენი პარტნიორების სიები, კონკრეტული ობიექტები, სადაც შეძლებდა ამ პროგრამით სარგებლობას. გადავწყვიტეთ, რომ მსოფლიოში ყველგან, კვების ნებისმიერ ობიექტში დაგვებრუნებინა გადახდილი თანხის 5% და რაც მთავარია, მყისიერად, რადგან ლოდინი ჩვენც ისევე არ გვიყვარს, როგორც ჩვენს ერთგულ სფეისელებს", — აცხადებენ სფეისში.
ქეშბექის მისაღებად საკმარისია, შეუკვეთოთ სფეის ბარათი სფეისის აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ. თბილისის მასშტაბით ბარათს მოგართმევენ ელექტროსკუტერებით სფეის კურიერები, რომელთაც თავად პილოტებს უწოდებენ. სფეის ბარათი სრულიად უფასოა, არ იხდი შეკვეთის, მოტანის, საკომისიოს თანხას. ასევე, უფასოა განაღდებაც ოთხი ბანკის ბანკომატში (თიბისი, ვითიბი, ხალიკ ბანკი და ბაზის ბანკი).
ამას გარდა, ერთი თვის წინ სფეისმა თავის ბარათს კიდევ მეტი ინტერესი შესძინა, როდესაც დანერგა განსხვავებული ლოიალობის პროგრამა — სფეის თამაში. პრინციპი აქაც მარტივია: იხდი სფეის ბარათით, რაც შეიძლება ხშირად, აგროვებ ვარსკვლავებს მთელი კვირის მანძილზე და პარასკევს რეიტინგის მიხედვით იღებ ფულს, მაქსიმუმ 150 ლარს, მინიმუმ 5 ლარს.
"თამაშით სწავლა, მუშაობა, დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია. დავფიქრდით, რატომ არ შეიძლება თამაშის ელემენტები ჩვენი ყოველდღიური ფინანსების მართვაშიც შემოგვეტანა... თამაშის ელემენტების გამოყენება "არა თამაშის" კონტექსტში უფრო და უფრო პოპულარული ხდება — ამ მოვლენას "გემიფიკაციის" სახელით იცნობენ მსოფლიოში. სწორედ ამ მიდგომით შევიმუშავეთ ჩვენი ლოიალობის პროგრამა", —ამბობს სფეისის წარმომადგენელი ნათია სვანიძე.
სფეისში ამბობენ, რომ ყველა სიახლე, რომელსაც ნერგავენ მათი მომხმარებლების თხოვნებისა და უკუკავშირის გათვალისწინებით იგეგმება.
"ერთგული სფეისელები ისევე არიან ჩართულები პროდუქტის შექმნა-განვითარებაში, როგორც ჩვენ — თანამშრომლები. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა და გაანალიზება. ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ახალი იდეები და დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა", — ამბობენ კომპანიაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები