საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი იმედს გამოტქვამს, რომ TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის პროკურატურაში დაბარება გავლენას არ მოახდენს არხის მუშაობაზე.

"იმედს გამოვთქვამ, რომ რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება TV პირველის ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. რუსთავი 2-ის საქმემ, პრაქტიკულად, გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც TV პირველის შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას", — აცხადებს ძველიშვილი.

დღეს, 6 აგვისტოს ვატო წერეთელმა Facebook-ზე დაწერა, რომ ის პროკურატურაში დაიბარეს. სავარაუდოდ, ის თიბისი ბანკის საქმეზეა დაბარებული.