შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში შემოწმებული 54 სამშენებლო ობიექტიდან უსაფრთხოების ნორმები ყველგან დარღვეული აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უწყებამ გაავრცელა.

სამინისტროს ინფრომაციით, 54-დან 33 ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა, ხოლო 38 ობიექტი დაჯარიმდა, ჯამში, 992 500 ლარის ოდენობით. შემოწმებული ობიექტებიდან ყველას ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება დაუწერეს და დარღვევების გამოსასწორებლად 7-დან 10 დღემდე ვადა მისცეს.

სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:

  1. რისკების შეუფასებლობა;
  2. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;
  3. დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
  4. არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
  5. ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
  6. ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
  7. აღჭურვილობის გაუმართაობა;
  8. შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;
  9. მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
  10. ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

სამშენებლო ობიექტების ერთობლივ მონიტორინგს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებდა.

შემოწმებული ობიექტებია:

  1. შპს იქსორი;
  2. შპს აქსისი;
  3. შპს გიგანტი 94;
  4. შპს ლაგი კაპიტალი;
  5. შპს ბოსტონ დეველოპმენტი;
  6. შპს მს ბილდერი;
  7. შპს სონნეტ კონსტრაქშენი;
  8. შპს აიჯი დეველოპმენტ ჯორჯია;
  9. შპს მეგა კონსტრაქშენი;
  10. შპს ბილდინგ კომპანი;
  11. შპს ეი თი დეველოპმენტი;
  12. შპს ასტორი ჯგუფი;
  13. შპს კვ დეველოპმენტი;
  14. შპს ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ;
  15. შპს ლიტ ჯეო ინვესტი (ორთაჭალა თაუერი);
  16. იმა ჩვენი სახლი;
  17. შპს ტიბინი დეველოპმენტი;
  18. შპს ალიანს თბილისი;
  19. შპს ბალავარი;
  20. შპს ლექსველი;
  21. შპს ბაზიტი;
  22. შპს ჯი ემ თი გრუპი;
  23. შპს არკო ინვესტი;
  24. შპს რაიანი;
  25. მც კვადრატი;
  26. შპს ალუ;
  27. შპს გეო ბილდერსი;
  28. შპს ისანი პლიუსი;
  29. შპს ვილა;
  30. შპს ჯსჯ დეველოპმენტი;
  31. შპს არგმშენი;
  32. შპს ტრიდე;
  33. შპს გოლდენ ქი;
  34. შპს კავკასიის პოინტ ჯგუფი;
  35. შპს ბეტა ჯგუფი;
  36. შპს ჯითი თაუერი;
  37. შპს ნიუ ჰორიზონტი;
  38. შპს მალტა ფლეგს;
  39. შპს ფრეშ ფროფერთის;
  40. შპს ბაუ სტარ მს;
  41. შპს ოუშენ კაპიტალი;
  42. შპს მეგობრობა;
  43. შპს ალფა რეზიდენსი;
  44. შპს კარკასი;
  45. შპს იქს სტილი+;
  46. შპს ასტორია;
  47. შპს დომუს ვაკის პარკი;
  48. შპს კომპანია ჯდჯ;
  49. შპს ეიმ ბილდინგ კომპანი;
  50. შპს პიტ სტარ;
  51. ამხანაგობა ჩიტაძის #9;
  52. შპს აქსისი;
  53. ქოზი ჰოუმ თბილისი;
  54. შპს ელიტ ჯგუფი.