კულტურის სამინისტროს განცხადებით, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი — მწერალთა სახლი.

მწერალთა სახლი 20 ივნისს გაუქმდა და მის ნაცვლად ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, მწერალთა სახლის გაუქმებასა და მის ნაცვლად ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი შექმნაზე, ბოიკოტი გამოუცხადა მწერალთა ნაწილმა. მწერალთა სახლი 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებულ, ისტორიულ მაჩაბლის #13-შია განთავსებული. ამავე შენობაში 1921-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირი.