ონლაინ კაზინოების პროვაიდერი კომპანიის ევოლუშენ გეიმინგის 20-მდე თანამშრომელი, რომლებმაც 30 ივლისს ხელფასების მატება მოითხოვეს, სამსახურის გარეშე თავად დარჩნენ. კომპანიის თანამშრომლებს შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს.

“პროტესტის გამო გაგვათავისუფლეს. წერილში ეწერა მხოლოდ ასეთი რამ, რომ 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდის არ გასვლის გამო 30 ივნისს არ გამოცხადებისთვის გამათავისუფლეს სამსახურიდან. ჩემი მოთხოვნა ის იქნება, რომ აღგვადგინონ სამსახურში", — ამბობს განთავისუფლებული თანამშრომელი ზურაბ ღლონტი.

კომპანიის თანამშრომლები ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს 30 ივნისიდან მართავენ.

ევოლუშენ გეიმინგის თანამშრომლები ხელფასების მატებას, სამსახურიდან გათავისუფლებული ათამდე თანამშრომლის აღდგენას ითხოვდნენ. პროტესტს სოლიდარობას უცხადებს პროფკავშირების გაერთიანება.

ევოლუშენ გეიმინგი ონლაინ კაზინოების შვედური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია 12 ქვეყანაში აწვდის ცოცხალი კანიზოს სერვისს პარტნიორ კომპანიებს. B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს.