მახინჯაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, 29 წლის ადგილობრივი კაცი მაშველი დრონის დახმარებით გადაარჩინეს. უწყების ცნობით, მოქალაქე ზღვაში, 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. გადარჩენის ოპერაციაში ჩართეს სამაშველო კატერიც. კაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს.

მაშველი დრონები სანაპირო ზოლზე პატრულირებისთვის და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის 2019 წლიდან გამოიყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს:

  • დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები;
  • არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ;
  • არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე;
  • არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს;
  • მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.