სულ მალე Instagram-ს სახელი გადაერქმევა და ის Instagram from Facebook გახდება, იგივე ბედს გაიზიარებს WhatsApp-იც, რომელიც WhatsApp from Facebook-ის სახელით მოგვევლინება.

ფეისბუქის ეს ნაბიჯი გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია უამრავ სკანდალშია გახვეული. ამ ნაბიჯით კი Instagram და WhatsApp ფეისბუქის ეკოსისტემაში უფრო და უფრო ღრმად ერევა.

ახალი სახელები გუგლის Play Store-სა და ეფლის App Store-ში მალე გამოჩნდება, თუმცა სმარტფონში აპლიკაციების სახელები (ჯერჯერობით) არ შეიცვლება.

"ჩვენ გვსურს, რომ უფრო ცალსახა და ღია ვიყოთ იმ პროდუქტებზე საუბრისას, რომლებიც ფეისბუქის ნაწილს წარმოადგენენ", — განაცხადა ფეისბუქის წარმომადგენელმა.

მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ფეისბუქის "ჩეთის" გაერთიანებაზე იანვარში ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განცალკევებულ პლატფორმებს გარკვეული უპირატესობა აქვთ. მაგალითად, ბოლო ხანებში ფეისბუქის პოპულარობა ახალგაზრდებში იკლებს, WhatsApp-ისა და ინსტაგრამის პოპულარობა კი სტაბილურად იზრდება.