დღეს საყვარელ ლეკვს გაგაცნობთ, რომლისაც დარწმუნებული ვართ, რომ ნებისმიერ ზრდასრულ მამაკაცს მისი დანახვისთანავე შეშურდება — პატარა ლამაზი და მოხდენილი ულვაშებით დაიბადა.

ფოტო: heartsandbonesrescue

ფოტო: heartsandbonesrescue

გასაკვირიც არ არის, რომ ლეკვს სალვადორ დალი ჰქვია და აშშ-ში, დალასის ერთ-ერთ ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს. ისიც უნდა ითქვას, რომ დედამისმა სწორედ თავშესაფარში იმშობიარა და ულვაშებიან ლეკვს კიდევ 10 და-ძმა ჰყავს.

ფოტო: heartsandbonesrescue

"ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით მრავალშვილიან დედასა და მის პატარებს, თუმცა, ლეკვები რისკის ქვეშ არიან, რომ თავშესაფარში დაავადდნენ, ამიტომ, ვცდილობთ თითოეული მათგანისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მოსიყვარულე პატრონი მოვძებნოთ", — ამბობენ დალასის ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომლები.

ფოტო: heartsandbonesrescue

ფოტო: heartsandbonesrescue

ლეკვები უკვე 5 კვირის არიან და მალე მათ ნიუ-იორკის თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც საბოლოოდ გაჩუქებამდე, მათ დროებით საცხოვრებელში მოათავსებენ.

როგორც ჩანს, ულვაშებიანი ლეკვის მომავალ პატრონს, განსაკუთრებულადაც კი გაუმართლებს, რადგან ის უკვე ინტერნეტის ნამდვილი ვარსკვლავია.