დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უჩა ნანუაშვილი ფარული ჩანაწერების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საქმეების გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა არაეფექტიანად მიმდინარეობს:

"ჩვენ მიმდინარე წლის მარტში დავიწყეთ ონლაინ კამპანია, ჩავრთეთ წამმზომი და დავიწყეთ ათვლა, თუ რამდენ დღეში მოხდებოდა ფარული ჩანაწერების გამოძიება, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენთვის უცნობია კონკრეტული შედეგი. საზოგადოებას აქვს მოლოდინი და ინტერესი, რომ რეალური შედეგი დადგეს. როცა ქვეყანაში 26 000-მდე უკანონო ჩანაწერი არსებობს".

ომბუდსმენის თქმით, მარტში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან 200 დღეზე მეტი გავიდა და გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ აქვს:

"ვიღაც ცდილობს, არ დადგეს შედეგი და ხელს აფარებს კონკრეტულ დამნაშავეებს. გამოძიების შედეგი არასაკმარისი და არაადეკვატურია, რადგან კადრებზე პასუხი არ უგია არავის".